26 დეკემბერი 2024,   17:10
ვრცლად
"სააკაშვილს არანაირი სურვილი აღარ აქვს, იყოს "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარე და დარჩეს ქართულ პოლიტიკაში" - ექსპრეზიდენტის ადვოკატი

ამბობს თუ არა მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაზე უარს - ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატის, ვალერი გელბახიანის თქმით, სააკაშვილისთვის ქართული პოლიტიკა მნიშვნელოვანი აღარ არის და მის პოლიტიკურ კარიერას უკრაინას უკავშირებს. 

"მას არანაირი სურვილი არ აქვს, იყოს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე და დარჩეს ქართულ პოლიტიკაში. მისი ამოცანა, პირველ რიგში, არის ჯანმრთელობის მდგომარეობა და თუ ოდესმე შეძლებს იმას, რომ მისი რეაბილიტაცია მოხდეს, ამ შემთხვევაში, ის პოლიტიკას გააგრძელებს არა საქართველოში, არამედ უკრაინაში, ეს არის ფორმულა.

ის თვლის, რომ მისი რესურსები თავიდან ბოლომდე არის ამოწურული. მას რაც შეეძლო ემსახურა ქვეყანას, ხალხს, ახლა კი, ის არის გადასარჩენი. თუ ვინმეს შეუძლია და დახმარება უნდა გამოხატოს თავისი აზრი, ესეც დახმარებაა - საქართველოში გამოიკვეთოს, მიხეილ სააკაშვილის სიკვდილი უნდა ხალხს თუ მისი გადარჩენა,"- აცხადებს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ვალერი გელბახიანი. 

დღის ამბები