05 მაისი 2024,   07:47
ვრცლად
27 წლის შალვა პეტრიაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება

27 წლის შალვა პეტრიაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მას აორტის განშრევება დაუდგინდა, თორაკო-აბდომინალური აორტის ანევრიზმა, მარფანის სინდრომი და გულის უკმარისობა. შალვა პეტრიაშვილს სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება, რომლის ღირებულებაც 67 645 ლარია.

"27 წლის შალვა პეტრიაშვილს დაუდგინდა აორტის განშრევება, თორაკო-აბდომინალური აორტის ანევრიზმა, მარფანის სინდრომი, გულის უკმარისობა, ესაჭიროება სასწრაფო ოპერაცია - აორტის ენდოპროტეზირება სტენტ გრაფტით და აორტის რკალიდან გამოსული რკალების რეიმპლანტაცია აღმავალ აორტაში. ოპერაციის ღირებულება არის 67 645 ლარი.

შალვას მდგომარეობა ყოველ დღე რთულდება, კარგავს გადაადგილების უნარს და სურვილს, უჭირს სუნთქვა, აქვს განუწყვეტელი ხველა, რის გამოც ბოლო ერთი კვირაა არ სძინებია. ვისაც გაქვთ სურვილი და საშუალება, გთხოვთ, დაგვეხმარეთ!

ანგ ნომერი:

#GE28BG0000000103082303 - საქართველოს ბანკი ; 

#GE93TB7882645064300020 - თბს ბანკი ; 

მიმღები: ლია პეტრიაშვილი," - წერს შალვა პეტრიაშვილის ოჯახის წევრი.

დღის ამბები