19 აპრილი 2024,   02:35
ვრცლად
"დაბლა სოფელში დაიღუპა ბავშვი მაგით" - ყირიმ-კონგოს 10-მდე შემთხვევა სამცხე-ჯავახეთში დაფიქსირდა

ყირიმ-კონგოს დიაგნოზით, ინფექციურ საავადმყოფოში პაციენტები ძირითადად შიდა ქართლიდან და სამცხე ჯავახეთიდან არიან გადმოყვანილები.

გასულ თვეში სამცხე-ჯავახეთში ყირიმ-კონგოს 10-მდე შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რეგიონში რამდენიმე პაციენტი მკურნალობას საავადმყოფოში ამ დრომდე გადის. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

"კურიერი" ესაუბრა პირს, რომელმაც ეს დაავადება გადაიტანა. მისი თქმით, შინაური ცხოველის ტკიპამ უკბინა, რის შემდეგაც დაეწყო სიმპტომები: მაღალი ტემპერატურა და პირის სიმშრალე, რის შემდეგაც ექიმს მიმართა.

"მიკბინა, ავიძერი და ერთი 3 დღის მერე მომცა სიცხე, ერთი დღე მქონდა და გადამიარა. დაბლა სოფელში კიდევ დაიღუპა ბავშვი მაგით, მაგრამ აქ არ არის ეგეთი ტკიპა, რომ გიკბინოს და რაღაცა დაგმართოს," – ამბობს ადგილობრივი მალხაზ პაპაშვილი

სპეციალისტები ადასტურებენ, რომ წინა წლებთან შედარებით წელს ყირიმ-კონგოს გაცილებით მეტი შემთხვევაა, ექიმები მოქალაქეებს ურჩევენ, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ და ყირიმ-კონგოს დამახასიათებელი სიმპტომების აღმოჩენისთანავე მიაკითხონ სამედიცინო დაწესებულებებს.

"ივლისის თვეში საკმაოდ ხშირი იყო მომართვიანობა, გვაკითხავდნენ და შესაბამისად პაციენტებს ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ვტოვებდით. იყო რამდენიმე, 5-6 შემთხვევა ალბათ გასულ თვეში, რომელიც გადაგზავნილ იქნა თბილისში, ყველა შემთხვევა დადასტურდა და ჩაუტარდათ შესაბამისი მკურნალობა," - განაცხადა ახალციხის კლინიკა "იმედის" დირექტორმა გიორგი ბარძიმაძემ.

დღის ამბები