24 აპრილი 2024,   01:30
ვრცლად
მტკვარში ჩავარდნილი ქალი მაშველებმა ამოიყვანეს

ქალი, რომელიც მტკვარში ჩავარდა, მაშველებმა წყლიდან ამოიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ "რუსთავი 2-ს" საგანგებო სიტუაციების სამსახურში უდასტურებენ. 

ჩვენი ინფორმაციით, ამ წუთებში ქალს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა შესაბამის დახმარებას უწევს. 

შეგახსენებთ, მტკვარში ქალის ჩავარდნის ვიდეო სოციალურ ქსელში დაახლოებით 1 საათის წინ გავრცელდა. 

 

 

დღის ამბები