21 დეკემბერი 2024,   18:37
ვრცლად
"თქვენი ხალხური სიმღერები სავსეა სიყვარულით, აგატირებს, აგაფორიაქებს, ემოციურს გაგხდის" - Boney M-ის კონცერტი ბათუმში და ლიზ მიჩელის ექსკლუზიური ინტერვიუ "კურიერთან"

დისკოს ლეგენდა, 70-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფი Boney M ბათუმს ესტუმრა. ძველი შემადგენლობის წევრმა ლიზ მიჩელმა ჯგუფის ახალ წევრებთან ერთად კონცერტი უკვე გამართა. დარბაზი სავსე იყო მსმენელით, მათ საყვარელი სიმღერები გადაიღეს და დააარქივეს.

ჯგუფმა ჰიტად ქცეული ყველა კომპოზიცია შეასრულა, კონცერტამდე ლიზ მიჩელთან ექსკლუზიურად ჩაწერა ინტერვიუ "კურიერმა."

კონცერტამდე ჯგუფის ვოკალისტმა "კურიერთან" საუბრისას ქართული მრავალხმიანი ხალხური სიმღერაც შეაფასა.

"თქვენი ხალხური სიმღერები სავსეა სიყვარულით, მისი ჟღერადობა აგატირებს, აგაფორიაქებს, ემოციურს გაგხდის. ისეთი შეგრძნება გიჩნდება რომ გესმის ისტორია, რაზეც მღერიან, მიუხედავად იმისა იცი თუ არა ენა. მელოდია თავად ამბობს თავის სათქმელს. მიხარია რომ აქ ვარ, ბევრი ქართველი თაყვანისმცემელი მყავს და მე მათი ძალიან მადლიერი ვარ. მათი დამსახურებაა რომ დღეს აქ წარმოდგენის გამართვის შესაძლებლობა გვაქვს," - განაცხადა ლიზ მიჩელმა.

დღის ამბები