01 ოქტომბერი 2022,   01:28
ვრცლად
ამბროლაურის ბიბლიოთეკაში გოგი გიორგობიანის წიგნის "ქართული ძეგლების დოკუმენტალისტი" პრეზენტაცია გაიმართა

ამბროლაურის გურამ ფანჯიკიძის სახელობის ბიბლიოთეკაში გოგი გიორგობიანის წიგნის "ქართული ძეგლების დოკუმენტალისტი" პრეზენტაცია გაიმართა.

წიგნში მისი შემოქმედების მეოთხედია წარმოდგენილი, ფოტომასალის ნაწილი სიძველის გამო მცირედით დაზიანებულია, თუმცა ყველა მათგანს უკვე ისტორიული მნიშვნელობა აქვს.

პრეზენტაციის მიმდინარეობისას ავტორმა წიგნის შექმნის იდეაზე ისაუბრა და მასში წარმოდგენილი ისტორიული ფოტოების შესახებ დამსწრე საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა.

დღის ამბები