თბილისის საკრებულოში პირველიდან - 7 სექტემბრის ჩათვლით გასამართი კალათბურთის 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელი "ტროფი ტურის" ფარგლებში, კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის - FIBA-ს ტრადიციული პროექტის - ევრობასკეტის თასს უმასპინძლეს.
ღონისძიებას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ახვლედიანი, დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ხელმძღვანელი გიორგი ჩაკვეტაძე და საკრებულოს სხვა წევრები კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლებთან და ვეტერან კალათბურთელებთან ერთად დაესწრნენ.
ღონისძიებას ასევე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი, ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია და ნაკრების მოთამაშე გიორგი შერმადინი ესწრებოდნენ.