09 ნოემბერი 2024,   18:43
ვრცლად
"ცხვირი ჰქონდა ჩამტვრეული და არტერიები გადაჭრილი"- სოფელ არაშენდაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, შესაძლოა დამნაშავეთა წრე გაფართოვდეს

სოფელ არაშენდაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებული 53 წლის მამაკაცი წინასწარი მოთავსების იზოლატორში, ბრალის წარდგენის მოლოდინშია. გაიზრდება თუ არა დამნაშავეთა წრე - მოკლული 47 წლის ლევან იაგანაშვილის ოჯახის ინფორმაციით, მკვლელობაში მონაწილეობა რამდენიმე პირმა მიიღო.

დაკავებულის ადვოკატის ინფორმაციით, ჯერჯერობით, მის დაცვის ქვეშ მყოფს არ შეხვედრია, შესაბამისად, უცნობია დაკავებულის პოზიციაც.

რაც შეეხება მოკლული ლევან იაგანაშვილის ოჯახის პოზიციას, მათი ვერსიები ამ დრომდე უცვლელია. ისინი მომხდარის ერთ-ერთ მოტივად ეჭვიანობას განიხილავენ. 

"ძალიან ბევრი დაზიანება აქვს - ცხვირი ჩამტვრეული აქვს, რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული, ბარძაყებში არტერიები აქვს გადაჭრილი. ამხანაგები მივიდნენ და საქეიფოდ გაიყვანეს. სახლიდან გარეთ რომ არ გადიოდა უნდოდათ ალბათ, რომ გაერთოთ, ძალიან ნერვიულობდა თვითონაც, 10 წუთის შემდეგ ეს ამბავი მოხდა,"-აცხადებს გარდაცვლილის მამიდა.

მოკლული 47 წლის ლევან იაგანაშვილის ოჯახის წვერები და ადგილობრივები მომხდარის ერთ-ერთ მიზეზად ეჭვიანობას განიხილავენ. იხსენებენ, რომ იაგანაშვილსა და მის მეზობელ, მალხაზ ჩივიაშვილს შორის ბოლო პერიოდში კონფლიქტი, ამ მიზეზით ხშირად ხდებოდა. გარდაცვლილის მეუღლე აცხადებს, რომ მხარეებს შორის კონფლიქტი, ორი თვის წინ დაიწყო.

მამაკაცს, სხეულის სხვადასხვა არეში სასიკვდილო ჭრილობები თანასოფლელმა გუშინ მიაყენა. ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

დღის ამბები