26 სექტემბერი 2022,   23:53
ვრცლად
6 წლის ბავშვი, რომელსაც მდინარე ცხენისწყლის მიმდებარე ტერიტორიაზე ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

მდინარე ცხენისწყალში 6 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს. მარტვილში, სოფელ ხუნწში არსებულ ცხენისწყალში, 6 წლის ბავშვის ცხედარი დღეს დილით გამთენიისას იპოვეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, ის იმ ადგილიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით იყო, საიდანაც დაიკარგა.

6 წლის ბიჭი, ბაბუასთან და და-ძმასთან ერთად იყო, იგი მდინარე ცხენისწლის ტერიტორიიდან გუშინ დღის საათებში გაუჩინარდა. მაშველები და ადგილობრივები ბავშვს მთელი დღისა და ღამის განმავლობაში ეძებდნენ.

დღის ამბები