16 აპრილი 2024,   17:32
ვრცლად
სოფელ ავლევში მკვლელობა მოხდა - გარდაცვლილი 30 წლამდე ასაკის ქალია

შიდა ქართლში, სოფელ ავლევში, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა რომ მკვლელობა მოხდა. გარდაცვლილია 30 წლამდე ქალი. 

ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი თბილისში, ერთ-ერთ ფსიქიატრიულ კლინიკაში მკურნალობდა, სადაც დაუმეგობრდა თავისზე უფროსს ბიჭს. მოგვიანებით მათ გოგონას მშობლებთან გააგრძელეს ცხოვრება და მათი მეთვალყურეობით იღებდნენ მედიკამენტებს. მკვლელობა კი სავარაუდოდ, რამდენიმე დღის წინ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელ ავლევში მოხდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ დანაშაულის ჩადენიდან მალევე მამაკაცი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა.  მომხდარის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ვაზუსტებთ.

დღის ამბები