04 მაისი 2024,   03:08
ვრცლად
ხანძარი ბორჯომის ტყეში - მდინარე მტკვარზე წყლის ტუმბოები დაამონტაჟდა და დაახლოებით ერთი კილომეტრის მანძილზე წყლის მაგისტრალები გაიშალა

სოფელ ქვაბისხევის მიმდებარედ ტყეში გაჩენილი ხანძრის გავრცელების მასშტაბიდან გამომდინარე, ლიკვიდაციის პროცესში დილიდან სამი ვერტმფრენი ჩაერთო. აქტიურად მუშაობს ცოცხალი ძალაც - მეხანძრეები ბორჯომის ტყეში ცეცხლის კერების ჩაქრობას, ამ დრომდე ცდილობენ.

სიტუაციას რთული, კლდოვანი რელიეფი და ძლიერი ქარი ართულებს. სოფელ ქვაბისხევის მცხოვრებლები ეჭვობენ, რომ ხანძარი მეხის ჩამოვარდნამ გამოიწვია, თუმცა რეალურ მიზეზს გამოძიება დაადგენს.

სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები სტიქიის ზონაში, დაკვამლიანების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე მივიდნენ და ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები დაიწყეს. გაჩენილ ცეცხლს 250 მეხანძრე-მაშველი ებრძვის. ხანძრის გავრცელების რისკის გათვალისწინებით, ქრობის პროცესში დამატებითი ჯგუფები თბილისიდანაც გაგზავნეს.

მდინარე მტკვარზე წყლის ტუმბოები დაამონტაჟდა და დაახლოებით ერთი კილომეტრის მანძილზე წყლის მაგისტრალები გაიშალა. რთული რელიეფის გამო, ცეცხლის კერებამდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მიყვანა კვლავ ვერ ხერხდება.



დღის ამბები