ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ბორჯომში - ოპერაცია ამ წუთებშიც გრძელდება. ხანძრის გავრცელების საშიშროება დასახლებულ პუნქტებზე მოხსნილია.
მხარის სახელმწიფო რწმუნებულის თქმით, პროცესში ჩართულები არიან ვერტმფრენები, მეხანძრე - მაშველები, სამხედროები და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები. ასევე სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები. შექმნილია ოპერატიული მართვის შტაბი.
"პრემიერ-მინისტრის დავალებით, ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია. ასევე, ჩაერთო უკვე თავდაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა დანაყოფი, რომელსაც ევალება ხანძრის ქრობა, მათ შორის, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტიც ჩართულია, მობილიზებულია დაახლოებით 1 000 მეხანძრე-მაშველი," - განაცხადა ბესო ამირანაშვილმა.
ადგილზე მაშველები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. ცნობისთვის, ბორჯომის ტყეში ხანძარი ორი დღის წინ გაჩნდა.