26 აგვისტო 2026,   00:05
ვრცლად
სიტუაციას ართულებს მაღალი ტემპერატურა, სრულიად გამომშრალია ნიადაგი, ხდება სწრაფი აალება - ბორჯომის მერი

რა ვითარებაა ამ წუთებში ხანძრის ეპიცენტრში - ბორჯომში ხანძარს აქრობენ. სალიკვიდაციო სამუშაოები ამ წუთებშიც გრძელდება. ხანძრის გავრცელების საშიშროება დასახლებულ პუნქტებზე მოხსნილია.

ბორჯომის მერის თქმით, ხანძრის ქრობის სამუშაოებს მაღალი ტემპერატურა და გამომშრალი ნიადაგი უშლის ხელს. 

"პრემიერის დავალებით, ყველა შესაბამისი სამსახური ადგილზეა მობილიზებული. სიტუაციას ართულებს ის გარემოება რომ არის მაღალი ტემპერატურა, სრულიად გამომშრალია ნიადაგი ტყეში და ხდება სწრაფი აალება და გავრცელება ხანძრის კერების. მაქსიმალური ჩართულობაა იმისათვის, რომ მოხდეს ლოკალიზება აღნიშნული ხანძრის კერების," - განაცხადა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ოთარ არბოლიშვილმა

ადგილობრივები "კურიერთან" აცხადებენ, რომ ხანძრის ადგილები მათი საარსებო წყარო იყო, რადგან იყენებდნენ საძოვრებისთვის და შეშის მოსავლის ასაღებად.  

პროცესში ჩართულები არიან ვერტმფრენები, მეხანძრე - მაშველები, სამხედროები და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები. ასევე სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები. შექმნილია ოპერატიული მართვის შტაბი.

დღის ამბები