25 აგვისტო 2026,   23:28
ვრცლად
ცაგერში მაქსიმე აღმსარებლის ხსენების დღე "მაქსიმობა" აღინიშნა

ცაგერში მაქსიმე აღმსარებლის ხსენების დღე "მაქსიმობა" აღინიშნა.

საზეიმო წირვა ცაგერის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ აღავლინა.

წირვის დასრულების შემდეგ, სასულიერო პირებმა და მრევლმა მურის კლდეკარში, წმინდა მაქსიმე აღმსარებლის მონასტერში გადაინაცვლეს, სადაც წმინდანის წმინდა ნაწილებია დაკრძალული. აღევლინა პარაკლისი.

სადღესასწაულო ღონისძიებას, მრევლთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის რწმუნებული ესწრებოდნენ.

დღის ამბები