05 მაისი 2024,   01:56
ვრცლად
კიდევ ერთი გადაცემა ყველა თაობის მაყურებლისთვის და სუპერ პრიზი გამარჯვებულისთვის - 12 სექტემბრიდან "რუსთავი 2-ზე" "ოჯახობანა" იწყება

"რუსთავი 2" ახალ სეზონზე, ახალ გასართობ გადაცემასაც იწყებს. "ოჯახობანა", არხის უცვლელ წამყვანთან, არჩილ სოლოღაშვილთან ერთად, ყოველ ორშაბათს საღამოს ეთერში გავა. პირველი გადაცემის სამზადისი უკვე დაწყებულია. სცენარი დაწერილია და პირველ სტუმრებთან შესახვედრად წამყვანი მზად არის.

გასართობ-შემეცნებით გადაცემაში ერთმანეთს ოჯახების სხვადასხვა თაობები ეჯიბრებიან. უფროსები 21-ე საუკუნის თანამედროვე ტერმინების გამოცნობას შეეცდებიან. პატარები კი მშობლების ასაკის სიტყვებს და გამონათქვამებს საკუთარი წარმოსახვით ახსნიან.

პირველი გადაცემის სტუმრები "რუსთავი 2-ის" დიდი ოჯახი იქნება. თიკა ფაცაცია შვილებთან ერთად, კონკურენციას "კურიერის" წამყვანს თამთა გაზაშვილის ოჯახს გაუწევს.

"რუსთავი 2-ის" სახეები ავთო გვასალია და სანდრო კაჭახიძე თიკას და თამთას გუნდებში განაწილდებიან. ვინ იქნება გამარჯვებული, ამას მაყურებელი 12 სექტემბერს ნახავს.

"ოჯახობანა" "რუსთავი 2-ის" ეთერში ყველაზე სახალხო გადაცემა იქნება. პროექტი რეგიონებსაც მოიცავს. მონაწილეობა კი ყველას შეეძლება, ამისათვის მხოლოდ ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდზე აქტიურობაა საჭირო. ყოველ ორშაბათს, საღამოს 10-ზე ოჯახები მთავარი პრიზისთვის, პარიზში, დისნეილენდში მოგზაურობისთვის გამარჯვებას შეეცდებიან.

დღის ამბები