კახეთის მაგისტრალის მშენებლობა გრძელდება - ამ ეტაპზე მიმდინარეობს თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი მაგისტრალური გზის მშენებლობა, სადაც შენდება 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის, გარე განათების სისტემით აღჭურვილის ჩქაროსნული საავტომობილო გზა.
მშენებლობა დაყოფილია 3 მონაკვეთად - ვაზიანის შემოვლითი გზა, ვაზიანი-საგარეჯოს მონაკვეთი, საგარეჯოს შემოვლითი გზა.
ვაზიანის შემოვლითი გზის დასრულება 2023 წელს, ხოლო დანარჩენი ორი მონაკვეთის - 2024 წელს იგეგმება.