დილიდან ბავშვების ჟრიამულია სკოლებსა და ბაღებში - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დღეიდან ახალი სასწავლო წელი იწყება.
საჯარო სკოლები 15 სექტემბერს არაერთი სიახლით ხვდებიან - მათ შორის არის საქართველოს ისტორიის დამოუკიდებელ საგნად სწავლა, ასევე პირველივე კლასიდან სავალდებულო ხდება ჭადრაკი.
საქართველოს მასშტაბით, საჯარო სკოლებში სწავლა რამდენიმე წუთის წინ განახლდა. პრემიერის ინიციატივით, სწავლა ჰიმნის გაჟღერებით და დროშის აღმართვით დაიწყო.
სიახლეთა შორის არის ისიც, რომ წელს უკვე პირველკლასელთა შორის სწავლას შეძლებენ ის ბავშვები, რომლებიც 30 სექტემბრამდე გახდნენ 6 წლის.
რეგულაციები, რომლებიც წინა სასწავლო წლის რეგულაციამდე მოქმედებდა არ იმოქმედებს და ბავშვებს შეუძლიათ სწავლა ჩვეულ რეჟიმში გააგრძელონ.
წინა წლის მსგავსად ბავშვები სასწავლო წიგნებს მიიღებენ, ხოლო პირველკლასელები დამატებით ნოუთბუქებსაც მიიღებენ.
ავტორი: ქეთი რაზმაძე