ახალ სასწავლო წელს ზუგდიდის მე-12 საჯარო სკოლა სრულად რეაბილიტირებული ხვდება. სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს მთავრობის დაფინანსებით მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.
ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ, ზუგდიდის მერთან მამუკა წოწერიასთან ერთად მიულოცა.
მე-12 სკოლა - 140 ბავშვზეა გათვლილი. სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირდა და სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
სკოლაში მოეწყო საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდა გათბობის, წყლის და წყალარინების სისტემები.
სკოლაში მოსწავლეებს რთულ პირობებში უწევდათ განათლების მიღება. ამამად კი გამართული ინფრასტრუქტურით, კეთილმოწყობილ გარემოში შეძლებენ სწავლას.
სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით ახალ სასწავლო წელს 5 საჯარო სკოლა სრულად რებილიტირებული ხვდება.