05 ოქტომბერი 2024,   03:28
ვრცლად
ავარია თბილისში - ვაზისუბანში ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა

სამი ადამიანი დაშავდა ავარიის დროს თბილისში. ვაზისუბანში ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. დაშავებულები გადაიყვანეს კლინიკაში, მათ სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებათ.

ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი უცნობია, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

დღის ამბები