05 ოქტომბერი 2024,   03:24
ვრცლად
ხაშურში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა - მამაკაცი ადგილზე დაიღუპა

ხაშურში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ავტომობილი ქვეითს შეეჯახა. მიღებული ტრავმის შედეგად 65 წლამდე მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

დღის ამბები