პროექტი "კინო ყველგან" გრძელდება. ამჯერად თინათინ ყაჯრიშვილის ფილმის "ჰორიზონტი" ჩვენება ნაძალადევის რაიონში, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში გაიმართა.
პროექტი დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრთან პარტნიორობითა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატების აქტიური ჩართულობით ხორციელდება.