02 მაისი 2024,   11:23
ვრცლად
ტაჯიკეთთან დაპირისპირების შედეგად მსხვერპლის რაოდენობა ყირგიზეთში 36-მდე გაიზარდა

36-მდე გაიზარდა ტაჯიკეთთან დაპირისპირების შედეგად მსხვერპლის რაოდენობა ყირგიზეთში - ამის შესახებ ინფორმაციას ყირგიზეთის ხელისუფლება ავრცელებს. დაშავებულია 129 ადამიანი. კონფლიქტის ზონიდან კი 137 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

ტაჯიკურ მხარეს მსხვერპლის რაოდენობა ოფიციალურად ჯერ არ გაუვრცელებია. არაოფიციალური ცნობებით, ტაჯიკეთის მხარეს მოკლულია 30 ადამიანი.

დღის ამბები