თეა წულუკიანს ელოდებიან დღეს პარლამენტში - კულტურის მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში "მინისტრის საათის" ფორმატში მიდის.
მოხსენების შემდეგ წულუკიანი დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებს - კანონმდებლები ინტერესდებიან, როგორ მიმდინარეობს სახელოვნო განათლების რეფორმა, ასევე როგორ წარმოუდგენია მინისტრს ახალგაზრდობის პოლიტიკის შემდგომი განვითარება. კითხვები, ასევე, შეეხება გელათის საკითხს.