22 აგვისტო 2026,   02:06
ვრცლად
"განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თუშეთის გზას" - კახეთის რეგიონში საავტომობილო გზებს აწესრიგებენ

მთელი საქართველოს მასშტაბით, აქტიურად მიმდინარეობს საავტომობილო გზების მოვლა-შენახვით გათვალისწინებული სამუშაოები.

ამ დროისათვის, კახეთის რეგიონში, მოვლა-შენახვის ფარგლებში, მიმდინარეობს გზის სავალი ნაწილის ორმოული შეკეთება, კიუვეტების გაწმენდა, ხელოვნური ბორცვების მოწყობა და გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები. ასევე, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ხორციელდება მაგისტრალური გზების დაგვა-დასუფთავება და გზისპირა ზოლებში ბალახის გათიბვა.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ ტურისტულ მიმართულებას - თუშეთის გზას. გზაზე მუდმივად ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება განვლადობისა და კომფორტული გადაადგილების უზრუნველსაყოფად.

ამ ეტაპზე, თუშეთის მიმართულებით გზა მაქსიმალურად მოწესრიგებული და სრულად გავლადია.

დღის ამბები