25 აგვისტო 2026,   15:01
ვრცლად
წაქცეული ხეები და დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზები - ძლიერმა წვიმამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

ძლიერმა წვიმამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. ქალაქში რამდენიმე ხე წაიქცა, რამაც სავალი ნაწილის ჩაკეტვა გამოიწვია და დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები.

ამ წუთებში აღნიშნულ ლოკაციებზე მერიის შესაბამისი სამსახურები და მუნიციპალური ტექნიკა მუშაობს.

ოზურგეთის მერიის განცხადებით, პრობლემები დღის ბოლომდე აღმოიფხვრება.

დღის ამბები