27 აპრილი 2024,   08:39
ვრცლად
34 მიწის ნაკვეთი, საერთო ფართით 4 439 260 კვადრატული მეტრი, 4 საცხოვრებელ ბინა, სასტუმრო სიღნაღში, 13 ავტომანქანა - ანტიკორუფციული სააგენტოს განცხადებით, რომ გოგაშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და უახლოესი გარემოცვის ქონებას დაედო

სოსო გოგაშვილის სახლთან დილიდან სამართალდამცავები იმყოფებოდნენ. სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის ოჯახის ინფორმაციით, სასამართლო განჩინების საფუძველზე დაყადაღებული ქონებას ამოღება მოხდა. ანტიკორუფციული სააგენტოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ყადაღა სოსო გოგაშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და უახლოესი გარემოცვის უძრავ და მოძრავ ქონებას დაედო, რომელთა შორისაც თბილისში, კახეთის რეგიონში, ხონის მუნიციპალიტეტში, მარტყოფსა და დაბა ბაკურიანში მდებარე, ჯამში 34 მიწის ნაკვეთს - საერთო ფართით 4 439 260 კვადრატული მეტრი, 4 საცხოვრებელ ბინას და სიღნაღში მდებარე სასტუმროს.

ყადაღა ასევე დაედო ზემოხსენებულ პირთა მოძრავ ქონებებს. კერძოდ, 13 ავტომანქანას, 3 სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას, 3 ერთეულ მოტოტექნიკას და 15 ცეცხლსასროლ იარაღს. ხსენებული უძრავი და მოძრავი ქონებების რეალური საბაზრო ღირებულებების დადგენის მიზნით დანიშნულია სასაქონლო ექსპერტიზა. 

"20 სექტემბერს გამოტანილი განჩინება და დღევანდელი პროცესები და პროცედურები, ემსახურება კვლავ იოსებ გოგაშვილის გაჩუმების მცდელობას. დღეს, კვლავ მოხდა მის ქონებასა და ავტომანქანებზე ყადაღების დადება. დაყადაღებული ქონების ამოღებას გულისხმობს საპროცესო კანონმდებლობა, მაგრამ ამავდროულად, შესაძლებელია და იმასაც გულისხმობს საპროცესო კანონმდებლობა, რომ დაყადაღებული ქონებით სარგებლობის უფლება შესაძლებელია არ შეეზღუდოს ადამიანს. განჩინებაში უნდა იყოს დასაბუთებული და განმარტებული, რატომ ხდება ავტომობილებით სარგებლობის უფლების შეზღუდვა,“ - ამბობს ადვოკატი, რამაზ ჩინჩალაძე. 

გამომძიებელი, დავით მშვილდაძე სოსო გოგაშვილის ქონებაზე დადებულ ყადაღაზე საუბრობს.

"ანტიკორუფციული სააგენტოს საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, რაც შეეხება უკანონ შემოსავლის ლეგალიზაციას. აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ყადაღა დაედო იოსებ გოგაშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და უახლოესი გარემოცვის უძრავ და მოძრავ ქონებას. ესენია საცხოვრებელი ბინები, მიწის ნაკვეთები, ავტოტექნიკა, მოტოტექნიკა, სასოფლო სამეურნეო ტექნიკა, ცეცხლსასროლი იარაღები და ა.შ.“ - აღნიშნა გამომძიებელმა.

 

 

დღის ამბები