27 აპრილი 2024,   08:56
ვრცლად
ვეცდები, რომ ყველას სახალხო დამცველი ვიყო - ქეთევან ჩაჩავა

19 კანდიდატი სახალხო დამცველის პოსტზე. პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს იმ პირების ვინაობა გაასაჯაროვა, ვინც კონკურსზე განაცხადები შეიტანა. მათ შორის არიან ქეთი ჩაჩავა, იაგო ხვიჩია, მარიკა არევაძე, ალექსანდრე კობაიძე, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი 3 კანდიდატი გიორგი ბურჯანაძე, ანა აბაშიძე და ნაზი ჯანეზაშვილი.

დღეს, პირველ საათზე გაიმართება შეხვედრა შემფასებელ კომისიასთან. 9 კაციანმა ჯგუფმა შეფასებების წარდგენა 13 ოქტომბრამდე უნდა შეძლოს, ამის შემდეგ, დეპუტატებს ექნებათ ვადა 24 ოქტომბრის ჩათვლით, 7 კანდიდატი შეარჩიონ.

სახალხო დამცველობის ერთ-ერთი კანდიდატი, საზოგადოებრივი პლატფორმა "სექტორი 3-ის" თავმჯდომარე ქეთევან ჩაჩავა ამბობს, რომ მაქსიმალურს გააკეთებს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით და ეცდება, რომ ყველას სახალხო დამცველი იყოს.

"მთელი პროფესიული ცხოვრება სწორედ იმაზე ვარ ორიენტირებული, რომ საქართველო მაქსიმალურად დავაახლოვოთ ევროპასთან. ევროპული ინტეგრაცია ასევე გულისხმობს, რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებების დაცვას, მაქსიმალურად მეტი მინდა გავაკეთო ამ კუთხით და ვეცდები, რომ ყველას სახალხო დამცველი ვიყო," - განაცხადა ქეთევან ჩაჩავამ.

პარტია "გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ სწორედ ისაა ის კანდიდატი, რომელთან დაკავშირებითაც შესაძლებელი იქნება კონსენსუსის მიღწევა სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის.

"12 პუნქტიან გეგმაში ჩვენ გვითხრეს, რომ მაშინ როცა სასამართლო არ გაქვთ, მოდით დაიწყეთ სახალხო დამცველით და კონსენსუსით შეარჩიეთ სახალხო დამცველი. კონსენსუსის მიღწევა ჩემს კანიდატურაზე შესაძლებელია, ამას უახლოესი წარსული გვაჩვენებს," - აცხადებს იაგო ხვიჩია.

დღის ამბები