05 მაისი 2024,   02:16
ვრცლად
დააკავეს 18 წლის ბიჭი, რომელმაც ერთი პირი ცივი იარაღით დაჭრა და ადგილიდან მიიმალა

თბილისში დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ დაკავებული თ.ნ. 2004 წელს არის დაბადებული.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 1-ელ ოქტომბერს, თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ზესტაფონის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1991 წელს დაბადებული ლ.ჭ. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილ მამაკაცს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თ.ნ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს,"- ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები