27 აპრილი 2024,   06:16
ვრცლად
პირველი ნაბიჯი არის ხალხის დიდი კოალიციის შექმნა ევროპაში რუსეთის წინააღმდეგ - ჯოზეფ ბორელი

ის, რომ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების იდეა წარმატებული იყო, შეხვედრების შემდეგ, არაერთმა ლიდერმა დაადასტურა - პრაღაში ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის პირველი სამიტის შემდეგ, დღეს ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს არაფორმალური სამიტის ფარგლებში ხვდებიან.

"მივესალმებით იმ გზას, რომელსაც ახალი კანდიდატები, ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით გადიან. იმ დროს როდესაც საუბარია უკრაინაზე, მოლდოვაზე, საქართველოზე და მათ გზაზე, არ უნდა დაგვავიწყდეს დასავლეთ ბალკანეთი. ეს არის შეხვედრა, რომლის შესახებაც ივნისსა და ივლისში განვაცხადეთ. ჩვენ, მათთვის გავაგრძელებთ ამ გზით სიარულს," - განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ.

ლიეტუვას პრეზიდენტმა კი უკრაინისთვის დახმარების გაწევის აუცილებლობაზე ისაუბრა.

"ჩვენ უფრო მეტად უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას განსაკუთრებით ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებების შემდეგ ე.წ. რეფერენდუმების და მობილიზაციის შემდეგ, რომელსაც არავინ აღიარებს. უკრაინას ჩვენი მხარდაჭერა ხვალ არ სჭირდება. უკრაინას ჩვენი დახმარება დღესვე ესაჭიროება. ჩვენ მზად ვართ ვუზრუნველყოთ ეს მხარდაჭერა. გუშინ ძალიან კარგი შეხვედრა იყო. ჩვენ აღფრთოვანებულები ვართ, რომ ვიხილეთ მაგიდასთან ის ქვეყნები, რომლებიც ცდილობდნენ, რომ გამოენახათ გარკვეული კომპრომისები, ჩვენ გავარგრძელებთ ჩვენს მცდელობებს," - განაცხადა ლიეტუვას პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ.

ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის პირველი სამიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებში ჯოზეფ ბორელმა.

"მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია სიგნალის გაგზავნა რომ ევროპულ კონტინენტზე ევროკავშირის წევრი და არაწევრი ქვეყნები ერთად დგანან. არიან ევროპული გაერთიანების წევრები და ევროპელები, ზოგიერთს სურს რომ შეუერთდნენ ევროკავშირს, ზოგს კი ეს არ უნდა, თუმცა ყველა მათგანი ზის, განიხილავს და აჩვენებს ერთიან ფრონტს რუსეთის წინააღმდეგ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი. პირველი ნაბიჯი არის ხალხის დიდი კოალიციის შექმნა ევროპაში რუსეთის წინააღმდეგ," - აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.

დღის ამბები