საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთში იმყოფება. სალომე ზურაბიშვილი მის რუმინელ კოლეგას და პრემიერ-მინისტრს შეხვდება. ორმხრივი შეხვედრებია დაგეგმილი პარლამენტის დეპუტატებთან, პალატისა და სენატის თავმჯდომარეებთანაც.
რუმინეთში საქართველოს ელჩის თქმით, პრეზიდენტის ვიზიტი ისტორიულ ფაქტს უკავშირდება, რადგან პრეზიდენტებს შორის ხელი მოეწერება დოკუმენტებს - საქართველოსა და რუმინეთს შორის სტრატეგიული ურთიერთობების დამყარების შესახებ.
"წელს ვზეიმობთ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30-ე წლისთავს. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება სტრატეგიული ურთიერთობების შესახებ დეკლარაციას რუმინეთსა და საქართველოს შორის, რაც ისტორიული ფაქტია," - აცხადებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუმინეთში ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი.