21 აგვისტო 2026,   13:58
ვრცლად
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში სამუშაოდ 11 სტაჟიორი შეარჩიეს

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, 11 სტაჟიორი შეარჩიეს სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში სამუშაოდ, სადაც ახალგაზრდები გამოცდილებას გაიღრმავებენ არქეოლოგიისა და კულტურული მემკვიდრეობის კვლევის, იუნესკოსა და საერთაშორისო ურთიერთობების, მონიტორინგის, ძეგლთა რეაბილიტაციის, ნებართვებისა და ექსპერტიზის სამსახურებსა და ადმინისტრაციაში. ორი ახალგაზრდა დასაქმდა სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოში, სადაც ისინი ცოდნასა და გამოცდილებას მიიღებენ პროგრამების მართვის დეპარტამენტში საერთაშორისო და ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების მიმართულებით. სტაჟირების პროგრამით სამი ახალგაზრდა დასაქმდა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, იურიდიულ დეპარტამენტში.

დეკემბრის ბოლომდე 24-ივე სტაჟიორი ანაზღაურებად (400 ლარი) სტაჟირებას გაივლის. წარმატებული სტაჟიორებს 2023 წლის იანვრიდან ან გაუგრძელდებათ სტაჟირების ვადა, ან დასაქმდებიან საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში.

დღის ამბები