დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დაპირისპირება გრძელდება. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ივანიშვილი წლების წინ გადაწყვეტილებებზე ზეგავლენას ვერ ახდენდა.ასევე საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი პაატა მანჯგალაძე ამბობს იმასაც, რომ იმ ოლიგარქი არ არის დაფინანსების, ან დიდი ფულის მფლობელი.
"დაფინანსება არაფერს არ ნიშნავს, შეიძლება ქველმოქმედებაც იყოს ხშირ შემთხვევაში. მე არ ვამბობ, რომ ოლიგარქია მხოლოდ დიდი ფული და დაფინანსებაა, მე ვამბობ, რომ თუ ივანიშვილს, სააკაშვილის დროს ხელი მიუწვდებოდა გადაწყვეტილების მიღების პროცესზე და ამ ფინანსური რესურსიდან გამომდინარე, თუ სააკაშვილის მთავრობის წევრები იღებდნენ მის სასარგებლო გადაწყვეტილებას, ჩემი კანონის მიზნებისთვის შესაძლებელია ივანიშვილი ყოფილიყო ოლიგარქი,"-აცხადებს პაატა მანჯგალაძე.
ამასთან, დღეს "ოცნებამ" კიდევ ერთხელ შეახსენა ოპონენტებს, რომ როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" იყო ხელისუფლებაში ივანიშვილი სახელმწიფო უწყებებს აფინანსებდა, უმრავლესობა ამბობს, რომ მაშინ "ნაციონალური მოძრაობა" ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქს არ უწოდებდა. მათთვის გაუგებარი რატომ ხდება დღეს ეს.