15 ნოემბერი 2024,   06:09
ვრცლად
კანონი, რომელსაც ტაშს უკრავდა მთელი ცივილური სამყარო, საქართველომ არ უნდა მიიღოს, ეს არის ორმაგი სტანდარტის კლასიკური ნიმუში - ალუდა ღუდუშაური დეოლიგარქიზაციაზე

დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დაპირისპირება გრძელდება. დღეს "ოცნებამ" კიდევ ერთხელ შეახსენა ოპონენტებს, რომ როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" იყო ხელისუფლებაში, ივანიშვილი სახელმწიფო უწყებებს აფინანსებდა, უმრავლესობა ამბობს, რომ მაშინ "ნაციონალური მოძრაობა" ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქს არ უწოდებდა. მათთვის გაუგებარია, რატომ ხდება დღეს ეს.

ამასთან, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური ოპოზიციას კიდევ ერთხელ ახსენებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ზრუნავდა სახელმწიფო ინსტიტუციების განვითარებაზე ჯერ კიდევ მაშინ, სანამ პოლიტიკაში აქტიურად ჩაერთვებოდა. 

"კანონი, რომელიც აქვს უკრაინას და კანონი, რომელზედაც ვენეციის კომისიას დადებითი დასკვნა აქვს გაცემული და ტაშს უკრავდა მთელი ცივილური სამყარო, საქართველოსთან მიმართებაში თურმე არ უნდა იყო მიღებული. ეს არის ორმაგი სტანდარტის კლასიკური ნიმუში. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი რაც მათ აწუხებთ არის ის, რომ იერიში მიიტანონ ბიძინა ივანიშვილზე ადამიანმა, რომელმაც რეჟიმი დაამარცხა ქვეყანაში. მანამდე სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდა ბატონი ივანიშვილი ამ ქვეყანას გვერდით ედგა და აძლიერებდა ინსტიტუციებს. ბატონი ივანიშვილი მას შემდეგ გახდა მათთვის მიუღებელი, რაც წინა ხაზზე გამოვიდა და თქვა, რომ დიახ, ამ ქვეყანას ექნება დემოკრატიული მომავალი,"-აცხადებს ალუდა ღუდუშაური.

დღის ამბები