05 ივლისი 2024,   19:36
ვრცლად
რუმინეთი რჩება საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მხარდამჭერად - სალომე ზურაბიშვილი რუმინეთის პრეზიდენტს შეხვდა

რუმინეთი რჩება საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მხარდამჭერად, მინდა, დაგარწმუნოთ, რომ თქვენი პარტნიორები ვართ ამ პროცესში - განცხადება რუმინეთის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთში იმყოფება.

დახვედრის ოფიციალური ცერემონია ბუქარესტში, კოტროჩენის სასახლეში გაიმართა, რის შემდეგაც სალომე ზურაბიშვილი რუმინელ კოლეგას შეხვდება. ხელი მოეწერა დოკუმენტებს - საქართველოსა და რუმინეთს შორის სტრატეგიული ურთიერთობების დამყარების შესახებ. დღესვე ორმხრივი შეხვედრებია დაგეგმილი პრემიერთან და დეპუტატებთან, პალატისა და სენატის თავმჯდომარეებთანაც.

დღის ამბები