25 ნოემბერი 2024,   02:52
ვრცლად
სოფელ ახალ ხიბულაში, მდინარე ჭანის წყალმა 70-წლამდე მამაკაცის ცხედარი გამორიყა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში, მდინარე ჭანის წყალმა 70-წლამდე მამაკაცის ცხედარი გამორიყა. მამაკაცი სავარაუდოდ სოფელ ჯიხაშკარის მკვიდრია, რომელსაც ოჯახის წევრები ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ. იგი სახლიდან შეშის მოსატანად გავიდა, თუმცა მას შემდეგ ის აღარავის უნახავს.

70-წლამდე მამაკაცის ცხედარი სოფელი ახალი ხიბულას მცხოვრებლებმა მდინარეში იპოვნეს.

ამ წუთებში ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. 

დღის ამბები