04 ნოემბერი 2026,   20:22
ვრცლად
წამება, არაადამიანური მოპყრობა, უკანონო ტყვეობა და ძალადობა - რას წერს უკრაინული მედია კიევში აღმოჩენილი სახლის შესახებ, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, სამხედროები ჰყავდათ დაკავებული

წამება, არაადამიანური მოპყრობა, უკანონო ტყვეობა და ძალადობა - მსგავსი შინაარსის ბრალდებები უკრაინულ მედიაში უკვე მეორე დღეა ვრცელდება. საუბარია კიევის მახლობლად მდებარე კერძო სახლზე, სადაც გავრცელებული ინფორმაციით, ეროვნული გვარდიის კორპუს "აზოვის" წევრებს აკავებდნენ.

თვითმხილველთა მტკიცებით, შენობაში მყოფ პირებს სხეულზე ძალადობის და მძიმე დაზიანების კვალი ეტყობოდათ. ოფიციალური კიევი ძალადობის და უკანონო პატიმრობის ფაქტებს უარყოფს.

ეროვნული გვარდიის განმარტებით, აღნიშნული შენობა დროებითი განთავსების პუნქტი იყო, სადაც ის სამხედროები იმყოფებოდნენ, რომლებმაც საჯარისო ნაწილები თვითნებურად დატოვეს.

მიუხედავად ამისა, ცნობილია, რომ შენობიდან ოთხი სამხედრო მოსამსახურე სასწრაფო ეკიპაჟით საავადმყოფოში გადაიყვანეს. გამოძიების ბიურომ სამხედროების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების მუხლით აღძრა საქმე.

დღის ამბები