05 ნოემბერი 2026,   04:46
ვრცლად
თითქმის ყოველ სხდომაზე მოვუწოდებდი ჩემთან ერთად დაკავებულებს, რომ ესარგებლათ საპროცესო შეთანხმებით. ჩემს თავს პოლიტიკაში ვერ ვხედავ - მურთაზ ზოდელავა

4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების ორგანიზატორმა მურთაზ ზოდელევამ, პენიტენციური დაწესებულება დატოვა. როგორც საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ ზოდელავამ თქვა, ის საკუთარ თავს პოლიტიკაში ვეღარ ხედავს. 

მისი თქმით, დაკავებულთა უმრავლესობამ  საპროცესო შეთანხმების შესაძლებლობით ისარგებლა.  

"მხოლოდ მე არ მიმიღია ეს გადაწყვეტილება, ყველამ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. მე პასუხისმგებლობა ავიღე კიდეც და სასჯელიც მოვიხადე. თითქმის ყოველ სხდომაზე მოვუწოდებდი ჩემთან ერთად დაკავებულ ადამიანებს, რომ ესარგებლათ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტით, რაც მოხდა კიდეც საბედნიეროდ.

მე ვთვლი, რომ მქონდა და ახლაც მაქვს პასუხისმგებლობა, იმიტომ, რომ ეს არ არის მარტივი, როდესაც შენ რაღაცას მოუწოდებ და ამის შემდგომ ათეულობით ადამიანი ციხეში აღმოჩნდება. ეს მძიმე პასუხისმგებლობაა, რომელსაც ახლაც ვგრძნობ ცხადია. მიხარია ის, რომ უმრავლესობა მათგანმა ამ შესაძლებლობით ისარგებლა.

არანაირი პოლიტიკური გეგმები არ მაქვს ცხადია. რაღაც გადაფასებები ხდება, ადამიანი ბევრ რამეზე ფიქრობს. მე ჩემს თავს პოლიტიკაში ვერ ვხედავ და ეს არ უკავშირდება არანაირ საპროცესო შეთანხმებას", - აცხადებს მურთაზ ზოდელავა.

 

 

დღის ამბები