03 მაისი 2024,   15:48
ვრცლად
​დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა ორი პირის მიმართ დაიწყეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, 2021 წელს ყალბი დოკუმენტების გამოყენებით საკუთრებაში დაირეგისტრირეს დუშეთის მუნიციპალიტეტში მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 9,100 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი, რომლის საბაზრო ღირებულებაც შეადგენს 426 958 ლარს.

ასევე დადგენილი იქნა, რომ ბრალდებულების მხრიდან, ადგილი ჰქონდა ყალბი დოკუმენტების გამოყენებით დამატებით 1 650 640 ლარის ღირებულების სამი მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მცდელობის ფაქტს, რაც აღკვეთილ იქნა საგამოძიებო მოქმედებების ოპერატიულად და ეფექტურად განხორციელების შედეგად.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე და 180-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

დღის ამბები