15 ნოემბერი 2024,   06:34
ვრცლად
ომბუდსმენი აპირებს, ბურჯანაძე გადანიშნოს პირველ მოადგილედ, ის დატოვოს თავის შემცვლელად და ამ დროს ენმ-ს მოტივაცია ეზრდება, რომ ჩვენ ვერ ავირჩიოთ სახალხო დამცველი - მდინარაძე

"ქართული ოცნების" ლიდერები ამბობენ, რომ არ არის გამორიცხული, ოპოზიციასთან შეთანხმებით ნინო ლომჯარიამ გარკვეული საკადრო გადაადგილებები მოახდინოს სახალხო დამცველის ოფისში, რაც სამომავლოდ მისცემს მას საშუალებას, თუკი ოპოზიციის დახმარებით მოხდება ჩაგდება სახალხო დამცველის კანდიდატურის, მოვალეობა შეასრულოს მის მიერვე დანიშნულმა პირველმა მოადგილემ.

ფრაქცია "ქართულ ოცნების"  თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ არის გამორიცხული, ნინო ლომჯარიამ მის პირველ მოადგილედ გადანიშნოს გიორგი ბურჯანაძე, რომელიც ამ დროისთვის ომბუდსმენის მოადგილის თანამდებობას იკავებს და თავად არის სახალხო დამცველობის ერთ-ერთი კანდიდატი.

"ბოლომდე ვაცდით ოპოზიციას ვისზე შეჯერდებიან, ვის წარმოადგენენ. ჩვენ მათ ერთადერთი ზეპირი ბარიერი დავუწესეთ,რომ თუკი პოლიტიკურად მიკერძოებული ადამიანია, მაშინ ჩვენ თავს შევიკავებთ, ისინი კი, ჩვენს გარეშე ვერ აირჩევენ, ისევე, როგორც ჩვენ ვერ ავირჩევთ მათ გარეშე. თუ ამას არ გაითვალისწინებენ, ამ შემთხვევაში, მე ვფიქრობ ისინი გეგმას მიყვებიან, რომ სახალხო დამცველი აპირებს ბურჯანაძე გადანიშნოს პირველ მოადგილედ, ის დატოვოს თავის შემცვლელად და ამ დროს "ნაცმოძრაობას" მოტივაცია ეზრდება, რომ ჩვენ ვერ ავირჩიოთ სახალხო დამცველი, ჩააგდონ მათ რეკომენდაცია და ბურჯანაძე იყოს მუდმივი სახალხო დამცველი, ვიდრე ახალი სახალხო დამცველის შესახებ ულტიმატუმს არ მივიღებთ. ამიტომ, ეს არის გეგმა რომელიც აბსოლუტურად რეალისტურია და რომელზეც როგორც ჩანს გამალებით მუშაობენ,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.

დღის ამბები