15 ნოემბერი 2024,   06:18
ვრცლად
გამოგონილი ჭორია რომ თითქოს მე პირველი მოადგილე ვარ, ან უნდა გავხდე - გიორგი ბურჯანაძე

გიორგი ბურჯანაძე სახალხო დამცველის პირველ მოადგილედ დანიშვნას თავად კატეგორიულად გამორიცხავს. მისი თქმით, ომბუდსმენს უკვე ჰყავს კვალიფიციური მოადგილე, რომელიც საკუთარ მოვალეობას პირნათლად ასრულებს. 

ბურჯანაძე ასევე ამბობს, რომ თუკი ვერ მოხდება სახალხო დამცველის არჩევა პარლამენტის მიერ, გარკვეულწილად შეეზღუდება ლეგიტიმაცია მისი მოვალეობის შემსრულებელ ადამიანს, რაც, პირველ რიგში, სახალხო დამცველის აპარატის ინტერესებში არ შედის. 

"გამოგონილი ჭორია რომ თითქოს მე პირველი მოადგილე ვარ ან უნდა გავხდე. სახალხო დამცველს ყავს შესანიშნავი პირველი მოადგილე, თავისი საქმის ძალიან კარგი პროფესიონალი, ქალბატონი თამარ გვარამაძე და ამ კუთხით არანაირი ცვლილება არ არის დაგეგმილი და ეს ყურადღების გადატანის მცდელობაა.

ასევე, არანაირი გარიგება არ არსებობს არცერთ ოპოზიციურ პარტიასთან და ბუნებრივია ამ აპარატის ინტერესია, რომ მალე მოხდეს სახალხო დამცველის არჩევა, რადგან ეს არჩევითი თანამდებობაა და ბუნებრივია მოვალეობის შემსრულებელი იმ ლეგიტიმაციის მატარებელი ვერ იქნება როგორც არჩეული თანამდებობის პირი," - განაცხადა ომბუდსმენობის კანდიდატმა, გიორგი ბურჯანაძემ. 

დღის ამბები