პრემიერა თელავის თეატრში - თელაველმა მსახიობებმა რუსთაველის აკადემიური თეატრის დასთან ერთად უილიამ შექსპირის "ვენეციელი ვაჭარი" წარმოადგინეს.
თელავის თეატრის სცენაზე სპექტაკლი რეჟისორმა გიორგი შალუტაშვილმა დადგა. დადგმის ხელმძღვანელია რობერტ სტურუა. მთავარ როლებს მსახიობები პაატა გულიაშვილი და ვანო იანტბელიძე ასრულებენ.
თეატრალურ წარმოდგენას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი ესწრებოდა.