იტალიის პრემიერ-მინისტრი ქართველი კოლეგის მილოცვას "ტვიტერში" ეხმაურება.
"მადლობას ვუხდი ირაკლი ღარიბაშვილს ჩემ თანამდებობაზე დანიშვნის მოლოცვისთვის. ყველაფერს გავაკეთებთ იტალიასა და საქართველოს შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად და თქვენი ერის მიერ არჩეული კურსის მხარდასაჭერად" - წერს სოციალურ ქსელში იტალიის ახალი პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი.