15 ნოემბერი 2024,   06:17
ვრცლად
ამ ხალხისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შემიძლია ვთქვა, რომ თითქმის 99%-იანი ალბათობით, შეფასება წლის ბოლოს არ იქნება - ზურაბ ჯაფარიძე 

ბრიუსელიდან დაბრუნებული გიორგი ვაშაძე და ზურა ჯაფარიძე ამტკიცებენ, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში ქვეყანა ევროპის ნაწილი ვერ გახდება. დღეს მათ დამატებითი განმარტებები გააკეთეს და განაცხადეს, რომ ევროპარლამენტში შეხვედრების შემდეგ არ აქვთ პოზიტიური მოლოდინები საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თაობაზე. 

"ჩვენ შევხდით ევროკავშირის აღმასრულებელი რგოლის წარმომადგენლებს. ანუ უხეშად რომ ვთქვათ, საგარეო მიმართულების ხელმძღვანელებს, უშუალოდ იმ ადამიანებს, ვინც 12 პუნქტი დაწერა, ვინც იმუშავა ამაზე. წინა ვიზიტის შემდეგ გაუარესებულია დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებაში და ეს არის "ქართული ოცნების" გამო. მთავარი პრობლემა არის, რომ ვერანაირ პოლიტიკურ ნებას ვერ ხედავენ "ქართულ ოცნებაში", რომ მათ რამის გაკეთება უნდათ და გულწრფელად უნდათ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ყველა ნაბიჯი, რაც გადადგმულია "ქართული ოცნების" მხრიდან, პირიქით, ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს და ხელს არ უწყობს," - ამბობს გიორგი ვაშაძე.

ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, შეხვედრები ჰქონდა ევროკომისიის წარმომადგენლებთან და ევროპარლამენტარებთან და საკმაოდ სკეპტიკური დამოკიდებულება მოისმინა "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიმართ.

"ამ ხალხისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შემიძლია ვთქვა, რომ ამ წუთის მდგომარეობით, თითქმის 99%-იანი ალბათობით, შეფასება წელს წლის ბოლოს არ იქნება საერთოდ, იმიტომ რომ ვერ ხედავენ რაიმე მნიშვნელოვან პროგრესს 12 პუნქტთან მიმართებაში. სავარაუდოდ იქნება შეფასება მომავალი წლის ბოლოს, რომლის წერაც დაიწყება თებერვალ-მარტში და ასევე 99%-იანი ალბათობით, კვლავ იქნება უარი,“ - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

დღის ამბები