უამინდობის გამო ფოთში, სამძებრო ღონიძიებები ამ დრომდე არ განახლებულა. მაშველები და მყვინთავები დაკარგული ახალგაზრდა მამაკაცის პოვნას ზღვაში ცდილობენ. ზღვასთან ერთად დაკარგულს ეძებენ სანაპიროზეც.
23 წლის ახალგაზრდა სახლიდან სამი დღის წინ გავიდა. ბოლოს ის ფოთის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებულმა კამერებმა ზღვისკენ მიმავალი დააფიქსირეს.
დაკარგულის ოჯახს ვერსიებზე საუბარი უჭირს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით უკვე დაიწყო.