ბუდაპეშტში, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის დასასრულს ქართული დელეგაციის პატივსაცემად, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის სახელით, ოფიციალური სადილი გაიმართა.
"ჩვენ ძალიან ბევრი საერთო გვაქვს, ქართველ და უნგრელ ხალხს," - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
ორი ქვეყნის ურთიერთობაზე ისაუბრა უნგრეთის პირველმა პირმაც. სადილს ესწრებოდნენ ბიზნეს სექტორის და კულტურის სფეროს წარმომადგენლებიც.