საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის შეხვდა.
მხარეებმა დეტალურად მიმოიხილეს ევროკავშირის 12 რეკომენდაციის განხორციელების პროცესი. ასევე, განიხილეს ევროკავშირის მოსაზრებები და მოლოდინები ამ მიმართულებით საქართველოს პროგრესთან დაკავშირებით. შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტი წინასწარ გაწერილი გეგმის მიხედვით დაასრულებს რეკომენდაციებზე მუშაობას.
შეხვედრაზე შალვა პაპუაშვილმა და პაველ ჰერჩინსკიმ აგრეთვე ისაუბრეს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგის სხვა საკითხებზე, მათ შორის, ხაზი გაუსვეს უახლოეს მომავალში საქართველოში ევროკომისიის მაღალი დონის ვიზიტის მნიშვნელობას.
ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობა გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას რეკომენდაციების შესრულების პროცესში.