19 მაისი 2024,   19:22
ვრცლად
ნაკლები რუსია, მაგრამ ისინი განაგრძობენ ქალაქის ძარცვას - რა ვითარებაა ოკუპირებულ ხერსონში

ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის სერჰი ხლანის ინფორმაციით, ხერსონსა და ჩერნობაევკაში ქუჩის ბრძოლებისთვის მზადება არ შეინიშნება. მისივე თქმით, ხერსონში ნაკლები რუსია, მაგრამ ისინი განაგრძობენ ქალაქის ძარცვას, ხოლო ჩერნობაევკა, რამდენიმე თვის განმავლობაში პირველად, სრულიად დაიცალა.

"ქალაქ ხერსონში ქუჩის ბრძოლებისთვის მზადება არ შეინიშნება. გამაგრებები არ ჩანს. რაიმე ახალი ნაგებობები, ქვიშიანი ტომრები და ბლოკ-საგუშაგოები - ეს ყველაფერი არ შეინიშნება. მათ განაცხადეს, თითქოს ევაკუაცია დასრულდა, თუმცა ძარცვას განაგრძობენ. გუშინ აღინიშნებოდა, რომ ოკუპანტები აგრძელებდნენ სამედიცინო დაწესებულებების აღჭურვილობის გატანას, მათ შორის, სასწრაფო დახმარების მანქანების. ჩვენ ვნახეთ სატელიტური სურათები ჩერნობაევკის, რომელიც სრულიად ცარიელია. ჩერნობაევკა სრულიად დაიცალა ტექნიკისგან და საბრძოლო მასალისგან. ეს ხდება პირველად ქალაქ ხერსონისა და ხერსონის ოლქის ოკუპაციის დღიდან," - განაცხადა ხლანმა.

დღის ამბები