პარლამენტი ამ წუთებში სახალხო დამცველობის კანდიდატებს უსმენს - ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე დღეს ალექსანდრე კობაიძის, ლევან კოკორაშვილის, ნუგზარ კოხრეიძის, გიორგი მარიამიძისა და სერგო მახარაძის კანდიდატურებს განიხილავენ.
პირველი კანდიდატი, რომელსაც უსმენენ ადვოკატი ალექსანდრე კობაიძეა. უკვე დაისვა შეკითხვები. სახალხო დამცველის კომპეტენციები, ბავშვთა კოდექსი, შშმ პირები, ასევე რამდენად იქნება კანდიდატი მიუკერძოებელი მაშინ, როდესაც წარმოადგენდა პოლიტიკურ ძალას და მონაწილეობდა არჩევნებში.
ყველაზე მეტად ალექსანდრე კობაიძის სახალხო დამცველის 9 ანტიდისკრიმინაციულ მექანიზმთან დაკავშირებით პასუხის გაცემა გაუჭირდა. გარდა ამისა, მოქმედმა ადვოკატმა და ომბუდსმენობის კანდიდატმა ვერ უპასუხა დეპუტატების იმ კითხვებს, რომელიც უშუალოდ სახალხო დამცველის სამართლებრივ კომპეტენციებს ეხებოდა.
რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, კობაიძეს დღეს საკუთარ განცხადებებთან დაკავშირებითაც დაუსვეს კითხვები. რამდენიმე თვის წინ მას აქვს ნათქვამი, როგორც დეპუტატები ამბობენ, რომ ხელისუფლება უზურპირებულია და ამ შემთხვევაში თვლიდა თუ არა ის პარლამენტს ლეგიტიმურად, რაზეც ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა, რომ მიუხედავად საკუთარი განცხადებებისა ის პარლამენტის ლეგიტიმაციას ეჭვ ქვეშ არ აყენებს. ალექსანდრე კობაიძემ პირობა დადო, რომ მისი არჩევის შემთხვევაში მიუკერძოებელი იქნება.