15 ნოემბერი 2024,   06:36
ვრცლად
თუ რუსეთი მათ ოჯახებს დააფინანსებს, მაშინ "ოქეი" და თუ სხვასთან ნახეს სადმე ვიზიტი მაინც, ეგრევე იარლიყს აწებენ, რუსეთუმეები არიანო - ირაკლი ზარქუა ე.წ. რუსულ ფულზე

ეკა გიგაურის იმ განცხადებას, რომელიც ხოშტარიების ოჯახსა და რუსულ ფულს უკავშირდება, უმრავლესობა ორმაგ სტანდარტს უწოდებს. 

რუსული ფულის ქართულ პოლიტიკაში არსებობასთან დაკავშირებით დღეს მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა სწორედ ელენე ხოშტარიას კონტექსტში ისაუბრეს. "ქართულ ოცნებაში" უკვირთ, თუ რატომ არ ინტერესდება არც "საერთაშორისო გამჭვირვალობა" და არც სხვა ორგანიზაციები, პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები ხოშტარიების ოჯახის დაფინანსებით. 

"დღეს შექმნეს ეს რაღაც გაუგებარი ტრიუვირატიტრიუვირატში ელენე ხოშტარიას შენარჩუნებას სჭირდება, რომ ვინმეს თუ გაუჩნდა განწყობა, რომ რუსეთიდან შეიძლება რაიმე დახმარება წამოვიდეს, ან რუსული ფაქტორი მნიშვნელოვანია მომავალი პოლიტიკისათვის, ელენე ხოშტარიას რესურსიც იქ არსებობს, ვინაიდან ადამიანი მისი მთელი ოჯახით დამოკიდებულია რუსულ ფინანსებზე, რუსულ ფინანსურ გადასახადებზე, რომელსაც ის ინტენსიურად და საკმაოდ სოლიდურად, რაც მთავარია, ოფიციალური ბიუჯეტიდან ღებულობს.  ამ ტრიუვირატმა უნდა როგორმე მოიზიდოს პოლიტიკური ბრძოლის ველზე მიმოფანტული რაღაც ნარჩენები პოლიტიკური ძალებისა, რომელიც ფანჩატურის დაშლის შემდეგ შერჩა ამ პოლიტიკურ სივრცეს," - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პროგრამის მენეჯერი ლევან ნატროშვილი მიიჩნევს, რომ თუ რაიმე კითხვები არსებობს საკითხთან დაკავშირებით, ამით აუდიტის სამსახური უნდა დაინტერესდეს.

"როგორც ვიცი ეს ეხებოდა მისი ოჯახის მიერ მიღებულს შემოსავლებს, ჰონორარებს და პირდაპირი ბმა როგორც ასეთი პარტიის საქმიანობასთან არ ვიცი რამდენად არის. თუმცა, თუ რაიმე კითხვები არსებობს შესაბამისი უწყებები, როგორიც არის აუდიტის სამსახური უნდა დაინტერესდეს ამ შემთხვევით. ჩვენთვის არ არის ცნობილი დაიწყო თუ არა ამ საქმის შესწავლა, დარღვევა გამოვლინდა თუ არა," - აცხადებს ლევან ნატროშვილი

ოპოზიციაში ამბობენ, რომ მათ სჯერათ ელენე ხოშტარიას ვერსიის და თვლიან, კვლევის საჭიროება არ არსებობს. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი, პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე

"სრული ნდობა მაქვს ელენე ხოშტარიასთან მიმართებაში. ელენე ხოშტარია და ჩვენ ოპოზიციური პარტიები, ყველა წარვადგენთ აუდიტის სამსახურში ყოველ 6 თვეში ჩვენს ანგარიშს და ზედმიწევნით კაპიკ-კაპიკს გვაქვს ყველაფერი სწორად განსაზღვრული," - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ირაკლი ზარქუას მიაჩნია, რომ თუ რუსული ფულის მოკვლევაზეა საუბარი, დაკითხვის სკამზე ჯერ ელენე ხოშტარია უნდა დასვან.

"თუ იკვლევენ რუსულ ფულს, კეთილი ინებონ და ჯერ დაკითხვის სკამზე უნდა დასვან ქალბატონი ხოშტარია და ჰკითხონ, როგორ ფინანსდებოდა და როგორ მიაღწია ამას და ამ ხალხს მერე უნდა ხელისუფლებაში მოსვლა. ე.ი. თუ რუსეთი მათ ოჯახებს დააფინანსებს, მაშინ ეს ოქეი, პრობლემა არ არის და თუ სხვასთან ნახეს სადმე ვიზიტი მაინც ერთგან, მერე ეგრევე იარლიყს აწებენ აი ხედავ, რუსეთუმეები არიან. ეს არის ორმაგი სტანდარტი, ამას ჩვენ კი არა მოსახლეობაც ამჩნევს და ამიტომაც არიან ხელმოცარულები," - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

დღის ამბები