თბილისში დემონტაჟს პირველი ავარიული კორპუსი დაექვემდებარა. 4 სართულიანი ბინის დანგრევა რომელშიც 36 ოჯახი ცხოვრობდა, მერიის ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ დღეს დაიწყო.
მის ნაცვლად, ვარკეთილის მესამე მასივში ახალი 10 სართულიანი კორპუსი აშენდება, მშენებლობის დასრულებამდე კი, ათეულობით ოჯახი ქირით იქნება უზრუნველყოფილი.
პროექტის განხორციელებისთვის 6 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება, სულ კი თბილისი მერიას ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველ ეტაპზე 20-ზე მეტი კორპუსის მშენებლობა აქვს დაგეგმილი.